Thumbnail

ჯექსონის სიმღერები ეთერიდან კანადურმა და ახალზელანდიურმა რადიოებმაც ამოიღეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ახალ ზელანდიასა და კანადაში რამდენიმე რადიოსადგურმა ლეგენდარული მუსიკოსის, მაიკლ ჯექსონის სიმღერები ეთერიდან ამოიღო. ინფორმაციას CNN და CBC ავრცელებენ.

► BBC Radio 2-მა მაიკლ ჯექსონის სიმღერები ეთერიდან ამოიღო

ცვლილებები მაიკლ ჯექსონის მიერ ბავშვებზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტების შესახებ გადაღებული ორნაწილიანი დოკუმენტური ფილმის Leaving Neverland პრემიერას მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ BBC-ის მსგავსად, პოპვარსკვლავის სიმღერების აკრძალვას არც ახალზელანდიური და კანადური რადიოსადგურები ადასტურებენ. მათი განცხადებით, ეთერიდან ჯექსონის ნამუშევრების გაუჩინარების მიზეზი ფლეილისტის როტაციაა.

► ჰოლივუდის დიდების ხეივანში ჯექსონის ვარსკვლავს პოლიცია იცავს

► მაიკლ ჯექსონის თაყვანისმცემლები ლონდონში საპროტესტო აქციას გეგმავენ

რეჟისორ დენ რიდის მიერ გადაღებული Leaving Neverland ორი მამაკაცის, უეიდ რობსონისა და ჯიმი სეიფჩაიკის ინტერვიუებს ეფუძნება. ისინი აცხადებენ, რომ მუსიკოსმა მათზე 7 და 10 წლის ასაკში იძალადა.

► რა ბრალდებები წაუყენეს მაიკლ ჯექსონს ფილმში Leaving Neverland

მაიკლ ჯექსონმა შემოქმედებითი კარიერა ძმებთან ერთად, ჯგუფში Jackson 5 დაიწყო. 750 მილიონი გაყიდული ჩანაწერით, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 2009 წელს გარდაცვლილი არტისტი დღემდე პოპ შემსრულებლის ეტალონად რჩება და ათასობით ხელოვანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული