Thumbnail

ნახეთ: J.I.D-მ ვიდეორგოლი Off Da Zoinkys გაავრცელა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალი თაობის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, J.I.D-მ კომპოზიციაზე Off Da Zoinkys გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელშიც ცნობილი მსახიობი ენსელ ელგორტი მონაწილეობს. ჩანაწერში რეპერი წარსულში საკუთარ ნარკოდამოკიდებულებაზე გვიყვება. ნამუშევარი შემსრულებლის 2018 წლის ალბომის DiCaprio 2 ერთ-ერთი სინგლია.

► ნახეთ: J. Cole-ისა და J.I.D-ის ახალი კომპოზიციების ნაწყვეტები გავრცელდა 

► ნახეთ: J.I.D-იმ ახალი კომპოზიცია გააჟღერა 

► J. Cole: გაერთიანების Dreamville ალბომი აპრილში გამოვა 

დესთინ რუთმა, ფსევდონიმით J.I.D, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. ატლანტელი მუსიკოსი ცნობილმა რეპერმა, ჯეი ქოულმა შეამჩნია და საკუთარ ლეიბლში Dreamville 2017 წელს გააწევრიანა. დესთინი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ამავე წელს გავრცელებული სადებიუტო ალბომით The Never Story გახდა. ჩანაწერის აღმასრულებელი პროდიუსერი სწორედ ქოული გახლავთ. ნამუშევარმა მსმენელის მოწონება და კრიტიკოსების მაღალი შეფასებები დაიმსახურა. 2018 წლის 26 ნოემბერს გაყიდვაში ჯეის რიგით მეორე ალბომი DiCaprio 2 ჩაეშვა, რომელმაც შემსრულებელს საყოველთაო აღიარება მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული