Thumbnail

ჰოლივუდის დიდების ხეივანში ჯექსონის ვარსკვლავს პოლიცია იცავს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

გამოცემა TMZ-ის ცნობით, ჰოლივუდის დიდების ხეივანში ლეგენდარული მუსიკოსის, მაიკლ ჯექსონის ვარსკვლავი სამართალდამცველების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა. მისი ვანდალებისგან დასაცავად ადგილზე გაზრდილია სათვალთვალო კამერების რაოდენობაც.

► BBC Radio 2-მა მაიკლ ჯექსონის სიმღერები ეთერიდან ამოიღო

► მაიკლ ჯექსონის თაყვანისმცემლები ლონდონში საპროტესტო აქციას გამართავენ

შეგახსენებთ, რომ ამერიკული საკაბელო სატელევიზიო არხების ქსელის, HBO-ს ეთერში ლეგენდარული მუსიკოსის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის Leaving Neverland პრემიერა შედგა. სურათი მომღერლის მიერ ბავშვებზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტების შესახებ მოგვითხრობს. სამართალდამცველები მიიჩნევენ, რომ რეჟისორ დენ რიდის ნამუშევარი ჯექსონის პატივსაცემად 1984 წელს გახსნილი ვარსკვლავის დაზიანების რისკს ზრდის.

► რა ბრალდებები წაუყენეს მაიკლ ჯექსონს ფილმში Leaving Neverland

მაიკლ ჯექსონმა შემოქმედებითი კარიერა ძმებთან ერთად, ჯგუფში Jackson 5 დაიწყო. 750 მილიონი გაყიდული ჩანაწერით, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 2009 წელს გარდაცვლილი არტისტი დღემდე პოპ შემსრულებლის ეტალონად რჩება და ათასობით ხელოვანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული