Thumbnail

ნახეთ: Tierra Whack-მა ტრეკები Hungry Hippo და Only Child შეასრულა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჯიმი კიმელის შოუში 2018 წლის ერთ-ერთი აღმოჩენის, ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტის, თიერა ვექის სატელევიზიო დებიუტი შედგა. ფილადელფიელმა რეპერმა სადებიუტო ალბომის Whack World სინგლი Hungry Hippo და გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ტრეკი Only Child შეასრულა.

► მოუსმინეთ: Tierra Whack - Clones 

თიერამ მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. არტისტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2018 წელს, სადებიუტო ალბომით Whack World გახდა. ჩანაწერი, რომელმაც კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები დაიმსახურა, არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ წლის გამორჩეულ ნამუშევრებს შორის დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ალბომში შესული თითოეული კომპოზიციის ხანგრძლივობა ზუსტად ერთ წუთს შეადგენს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული