Thumbnail

ნახეთ: Lady Gaga ქართველი დიზაინერის კაბაში გამოწყობილი გამოჩნდა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავის, ლედი გაგასა და მსახიობ ბრედლი კუპერის სიმღერა Shallow ბილბორდის ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა, Billboard 200-ში კი უკვე მეორედ ლიდერის სტატუსი ფილმის A Star Is Born საუნდტრეკების ალბომმა მოიპოვა. ამ წარმატებას მუსიკოსი ინსტაგრამის საშუალებით გამოეხმაურა. მან თაყვანისმცემლებს მადლობა გადაუხადა და სოციალურ ქსელში ახალი ფოტოსურათები ატვირთა, რომლებშიც ქართველი დიზაინერის, თამუნა ინგოროყვას დიზაინით შექმნილ შავ კაბაშია გამოწყობილი.

► ლედი გაგა და ბრედლი კუპერი Billboard-ის ერთდროულად ორ ჩარტში ლიდერობენ

► Lady Gaga: მე და ბრედლიმ კარგად გაგაცურეთ

► ნახეთ: ლედი გაგამ და ბრედლი კუპერმა ოსკარზე კომპოზიცია Shallow იმღერეს

კაბა დიზაინერის 2019 წლის კოლექციიდანაა. ლედი გაგას ფოტო ფეისბუქზე თავად თამუნა ინგოროყვამაც გააზიარა. 

 

პოპვარსკვლავმა ინგოროყვას დიზაინით შეკერილი კაბა და თეთრი ქურთუკი შარშანაც მოირგო. აღსანიშნავია, რომ გაგას წარსულში ავთანდილ ცქვიტინიძისა და გიორგი ქებურიას სამოსიც ეცვა.

► პოპვარსკვლავები ქართველი დიზაინერების სამოსითა და აქსესუარებით

9 გრემის მფლობელმა სტეფანი ჯერმანოტამ, სასცენო სახელით Lady Gaga, კარიერა 2001 წელს დაიწყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სინგლმა Bad Romance მოუტანა, რომელიც 2009 წელს ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა. 2016 წელს მომღერალს ამერიკულ სერიალში American Horror Story: Hotel შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი გადაეცა. წელს კი მუსიკოსმა ოსკარის ჯილდოს მოპოვებაც შეძლო.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული