Thumbnail

ნახეთ: Mike Will Made It ვიდეორგოლს We Can Hit ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული პროდიუსერი მაიკლ უილიამსი, ფსევდონიმით Mike Will Made It, მსმენელს კომპოზიციაზე We Can Hit გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ჩანაწერში ატლანტური ჰიპ ჰოპ გაერთიანება Crime Mob და დუეტის Rae Sremmurd წევრი Slim Jxmmi მონაწილეობენ. ნამუშევარი ფილმის Creed II საუნდტრეკების ალბომში შედის, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერი სწორედ მაიკლი გახლავთ.

► მოუსმინეთ: პროდიუსერი Mike Will Made It ფილმის Creed II საუნდტრეკების ალბომს ავრცელებს 

► ნახეთ: Mike Will Made It ვიდეორგოლს Kill 'Em With Success ავრცელებს 

► ნახეთ: ASAP Rocky, ASAP Ferg და Nicki Minaj ვიდეორგოლში Runnin 

მაიკლმა მოღვაწეობა 2000-იან წლებში დაიწყო. მისი შემოქმედება 2017 წლის სადებიუტო ალბომს Ransom 2 და რამდენიმე მიქსტეიპს აერთიანებს. ატლანტელი მუსიკოსი არაერთი ჰიტის ავტორია, რომელთა შორისაა Humble., DNA., Mercy, No Lie, Pour It Up, No Flex Zone, Black Beatles და სხვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული