Thumbnail

მაიკლ ჯექსონის თაყვანისმცემლები ლონდონში საპროტესტო აქციას გეგმავენ

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული მუსიკოსის, მაიკლ ჯექსონის თაყვანისმცემლები ლონდონში მომღერლის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის Leaving Neverland წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავენ. დემონსტრანტები მსვლელობას ვესტმინსტერიდან დაიწყებენ და სატელევიზიო არხის, Channel 4-ის ოფისთან დაასრულებენ. სწორედ მის ეთერში უნდა შედგეს რეჟისორ დენ რიდის კინოსურათის ბრიტანული პრემიერა.

► BBC Radio 2-მა მაიკლ ჯექსონის სიმღერები ეთერიდან ამოიღო

► ჰოლივუდის დიდების ხეივანში ჯექსონის ვარსკვლავს პოლიცია იცავს 

"ბოიკოტს ვუცხადებთ ბრიტანულ ტელეეთერში ამაზრზენი დოკუმენტური ფილმის, Leaving Neverland-ის პრემიერას", - ვკითხულობთ აქციის ანონსში.

ამერიკული საკაბელო სატელევიზიო არხების ქსელის, HBO-ს ნამუშევარი მომღერლის მიერ ბავშვებზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტების შესახებ მოგვითხრობს. სურათი ორი მამაკაცის, უეიდ რობსონისა და ჯიმი სეიფჩაკის ინტერვიუებს ეფუძნება. ისინი აცხადებენ, რომ მუსიკოსმა მათზე 7 და 10 წლის ასაკში იძალადა. 

► რა ბრალდებები წაუყენეს მაიკლ ჯექსონს ფილმში Leaving Neverland

მაიკლ ჯექსონმა შემოქმედებითი კარიერა ძმებთან ერთად, ჯგუფში Jackson 5 დაიწყო. 750 მილიონი გაყიდული ჩანაწერით, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 2009 წელს გარდაცვლილი არტისტი დღემდე პოპ შემსრულებლის ეტალონად რჩება და ათასობით ხელოვანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული