Thumbnail

ლეგენდარული კალიფორნიელი პროდიუსერის, ოტის ჯექსონის, ფსევდონიმით Madlib და ინდიანელი რეპერის, ფრედრიკ ტიპტონის, სასცენო სახელით Freddie Gibbs, დუეტმა MadGibbs ახალი კომპოზიცია Bandana გამოაქვეყნა. ჩანაწერის ინსტრუმენტალი ტრადიციულად მადლიბს ეკუთვნის.

► მოუსმინეთ: Freddie Gibbs & Madlib - Flat Tummy Tea 

თანამედროვე ჰიპ ჰოპის გამორჩეულმა დუეტმა ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულა. სტუდიური ნამუშევარი გაყიდვაში უახლოეს მომავალში ჩაეშვება. ჯერჯერობით უცნობია, შევა თუ არა კომპოზიცია Bandana და 20 თებერვალს გავრცელებული ტრეკი Flat Tummy Tea გაერთიანების მომავალ პროექტში.

► Freddie Gibbs: Madlib-თან ერთად ჩაწერილ ალბომზე Bandana მუშაობა დასრულებულია 

► მოუსმინეთ: Freddie Gibbs და Madlib ახალი ალბომიდან Bandana ნაწყვეტს ავრცელებენ 

ჰიპ ჰოპ დუეტი MadGibbs 2011 წელს ჩამოყალიბდა. გაერთიანების შემოქმედება ოთხ EP-სა და 2014 წლის ალბომს Pinata აერთიანებს. სტუდიურმა ჩანაწერმა თავის დროზე კრიტიკოსებისა და მსმენელებისგან პოზიტიური შეფასება დაიმსახურა. არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ ის 2010 წლის შემდეგ გამოსულ საუკეთესო ნამუშევრებს შორის დაასახელა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული