Thumbnail

მოუსმინეთ: The National-მა ახალი სიმღერა You Had Your Soul with You გამოუშვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ამერიკულმა ჯგუფმა The National ახალი სიმღერა You Had Your Soul with You გაავრცელა. კომპოზიცია ბენდის მომავალ ალბომში I Am Easy to Find იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 17 მაისს ჩაეშვება. ტრეკზე კოლექტივმა მუსიკოს გელ ენ დორსისთან ერთად იმუშავა, რომელიც 1995 წლიდან დევიდ ბოუის ბენდშიც მოღვაწეობდა. 

The National ოჰაიოში 1999 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის სადებიუტო ალბომი ორი წლის შემდეგ მისი წევრების, ბრიუს და აარონ დესნერების მიერ დაარსებულ ლეიბლზე Brassland გამოიცა. 2017 წელს გამოშვებულმა, რიგით მეშვიდე სტუდიურმა ჩანაწერმა Sleep Well Beasts კი მუსიკოსებს საუკეთესო ალტერნატიული ალბომის ნომინაციაში გრემის პრესტიჟული ჯილდო მოუტანა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული