Thumbnail

The Prodigy: კით ფლინტმა თავი მოიკლა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

The Prodigy-ის ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე ჯგუფის დამაარსებელმა, ლიამ ჰოულეტმა დაადასტურა, რომ კოლექტივის ვოკალისტის, კით ფლინტის გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობაა. 

► The Prodigy-ს ვოკალისტი კით ფლინტი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა

"გავრცელებული ინფორმაცია მართალია. არ მჯერა, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ჩვენმა მეგობარმა და ჯგუფის წევრმა, კით ფლინტმა თავი მოიკლა. მე შოკირებული, გაბრაზებული, დაბნეული და გულგატეხილი ვარ. მშვიდად განისვენე, კით",  - წერს ჰოულეტი. 

კით ჩარლზ ფლინტი The Prodigy-ის 1990 წელს შეუერთდა. თავდაპირველად ის მოცეკვავე იყო, თუმცა, ჯგუფის 1996 წლის ჰიტებში Firestarter და Breathe ვოკალისტის როლში მოგვევლინა.

ელექტრონული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა კოლექტივმა ცოტა ხნის წინ ავსტრალიური ტურნე დაასრულა, მომავალ თვეში კი The Prodigy-ის კონცერტები სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში უნდა გამართულიყო. ამის გარდა, ზაფხულში მუსიკოსების გამოსვლა რამდენიმე ევროპულ ფესტივალზეც იგეგმებოდა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული