Thumbnail

The Prodigy-ს ვოკალისტი კით ფლინტი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ბრიტანული ჯგუფის, The Prodigy-ის ვოკალისტი კით ფლინტი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცხედარი პოლიციამ ესექსის საგრაფოში, მუსიკოსის სახლში აღმოაჩინა. 

► The Prodigy: კით ფლინტმა თავი მოიკლა

"ღრმა მწუხარებით ვადასტურებთ ჩვენი ძმისა და საუკეთესო მეგობრის, კით ფლინტის გარდაცვალებას. ის ჭეშმარიტი პიონერი, ინოვატორი და ლეგენდა იყო", - ვკითხულობთ ჯგუფის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

It is with deepest shock and sadness that we can confirm the death of our brother and best friend Keith Flint. A true...

Posted by The Prodigy on Monday, March 4, 2019

 

კით ჩარლზ ფლინტი The Prodigy-ის 1990 წელს შეუერთდა. თავდაპირველად ის მოცეკვავე იყო, თუმცა, ჯგუფის 1996 წლის ჰიტებში Firestarter და Breathe ვოკალისტის როლში მოგვევლინა.

ელექტრონული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა კოლექტივმა ცოტა ხნის წინ ავსტრალიური ტურნე დაასრულა, მომავალ თვეში კი The Prodigy-ის კონცერტები სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში უნდა გამართულიყო. ამის გარდა, ზაფხულში მუსიკოსების გამოსვლა რამდენიმე ევროპულ ფესტივალზეც იგეგმებოდა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული