Thumbnail

Questlove: The Roots-ის ახალ ალბომში J Dilla-ს ბითებს გამოვიყენებთ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ეპოქალური ჰიპ ჰოპ კოლექტივის, The Roots-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დრამერმა ამირ ტომპსონმა, ფსევდონიმით Questlove, განაცხადა, რომ ჯგუფი ახალ ალბომზე End Game მუშაობს. მუსიკოსის თქმით, გაერთიანების მომავალ სტუდიურ ჩანაწერში ლეგენდარული დეტროიტელი პროდიუსერის, ჯეი დილას ბითები იქნება გამოყენებული, რომლებიც ქუესთლავმა მასთან თანამშრომლობის პერიოდში შეაგროვა. 

ჯეი დილას კარიერის განმავლობაში "რუთსის" არაერთ ჩანაწერში აქვს მონაწილეობა მიღებული. ჯგუფის კლასიკად ქცეული ალბომის Things Fall Apart ინსტრუმენტალების უმეტესობა სწორედ 2006 წელს გარდაცვლილ არტისტს ეკუთვნის.

The Roots ქუესთლავმა რეპერ ბლექ თოთთან ერთად ფილადელფიაში 1987 წელს ჩამოაყალიბა. გაერთიანების შემოქმედება ჰიპ ჰოპის, ნეო სოულისა და ჯაზის სინთეზია. სამი გრემის მფლობელი კოლექტივის დისკოგრაფიაში 11 ალბომი, 3 კოლაბორაციული ჩანაწერი და 2 EP ერთიანდება, რომელთაგანაც ყველაზე დიდი პოპულარობა 1999 წლის ნამუშევარმა Things Fall Apart მოიპოვა. ალბომის მთავარი სინგლი ერიკა ბადუს მონაწილეობით შექმნილი კომპოზიცია You Got Me გახლავთ. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული