Thumbnail

გერმანიასა და ბელგიაში "ქართული უკულტურობის დღეები" გაიმართება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ქართული ჯგუფები Vodka Vtraiom და "მთვარის დაბნელება" გაზაფხულზე გერმანიასა და ბელგიაში ერთობლივ ტურნეს სახელწოდებით "ქართული უკულტურობის დღეები ევროპაში" გამართავენ. კონცერტები 28 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით ოთხ ქალაქში ჩატარდება. 

28 მარტი - ბერლინი (გერმანია)  
30 მარტი - ლაიფციგი (გერმანია)
31 მარტი - გეტინგენი (გერმანია)
3 აპრილი - ლიეჟი (ბელგია)  

ევროპაში გამგზავრებამდე, 24 მარტს, ჯგუფები კონცერტს ქართველი მსმენელისთვის ჩაატარებენ. ღონისძიება ბარ "კრეატორში" გაიმართება.

პანკ ჯგუფი Vodka Vtraiom თბილისში 2004 წელს დაარსდა. კოლექტივის შემადგენლობაში ლევან მანაგაძე, დათო ცომაია, შოთა მამულაშვილი, ალექს ჩაჩავა და საბა ვაშაყმაძე შედიან. 

ჯგუფი "მთვარის დაბნელება" კი 2013 წელს ჩამოყალიბდა. მისი წევრები გიორგი სპანდერაშვილი, გიორგი ჩხობაძე და ირაკლი ჩიკვილაძე არიან. კოლექტივის მუსიკალური მიმართულება პოსტ პანკსა და გოთიკას აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული