Thumbnail

ნახეთ: 2 Chainz-მა კომპოზიცია Forgiven შეასრულა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანი ჰიპ ჰოპ არტისტი თოჰიდ ეფსი, ფსევდონიმით 2 Chainz, ჯიმი ფელონის შოუს ესტუმრა. გადაცემის მუსიკალურ ნაწილში ჯორჯიელმა რეპერმა ახალგავრცელებული ალბომიდან Rap Or Go To The League კომპოზიცია Forgiven შეასრულა. მასთან ერთად მაყურებელთა წინაშე პოპულარული ინგლისელი არენბი მომღერალი მარშა ამბროზიუსი წარდგა.

► მოუსმინეთ: 2 Chainz ახალ ალბომს Rap Or Go To The League ავრცელებს 

► მოუსმინეთ: 2 Chainz - 2 Dollar Bill Ft. Lil Wayne & E-40 

► მოუსმინეთ: 2 Chainz-მა და Kendrick Lamar-მა ტრეკი Momma I Hit A Lick გაავრცელეს 

2 Chainz-ის მუსიკალური კარიერა 90-იან წლებში, ჰიპ ჰოპ გაერთიანებაში Playaz Circle მოღვაწეობით დაიწყო. თავდაპირველად მისი ფსევდონიმი Tity Boi გახლდათ. მოგვიანებით არტისტმა სასცენო სახელი შეიცვალა, 2012 წელს ლეიბლში G.O.O.D Music გაწევრიანდა და სადებიუტო სტუდიური ალბომი Based On A T.R.U. Story გამოუშვა. ჩანაწერი კომერციულად წარმატებული გამოდგა. დღემდე მისი მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ნამუშევრის ერთ-ერთი მთავარი კომპოზიცია Birthday Song გახლავთ, რომელშიც ლეგენდარული ჩიკაგოელი შემსრულებელი ქანიე ვესთი მონაწილეობს. რეპერის დისკოგრაფია 4 სოლო ალბომს, ლილ ვეინთან ჩაწერილ კოლაბორაციულ პროექტს ColleGrove და G.O.O.D Music-ის კომპილაციურ ნამუშევარს Cruel Summer აერთიანებს.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული