პოპულარულმა მსახიობებმა ბრი ლარსონმა და სამუელ ელ ჯექსონმა ჯონათან როსის ღამის შოუში მაყურებლებს ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის პაროდია შესთავაზეს. არტისტებმა გაგასა და კუპერის მიერ ოსკარების დაჯილდოების ცერემონიაზე სიმღერის Shallow შესრულება განასახიერეს.
► ნახეთ: ლედი გაგამ და ბრედლი კუპერმა ოსკარზე კომპოზიცია Shallow იმღერეს
► Lady Gaga: მე და ბრედლიმ კარგად გაგაცურეთ
შეგახსენებთ, რომ კომპოზიციამ Shallow ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო "საუკეთესო ორიგინალური სიმღერის" ნომინაციაში მოიპოვა. ჩანაწერი ბრედლი კუპერის სადებიუტო სარეჟისორო ნამუშევრის A Star Is Born ერთ-ერთი საუნდტრეკია. ფილმში მთავარ როლებს თავად კუპერი და ლედი გაგა ასრულებენ.
ოსკარის გარდა, სიმღერამ ოქროს გლობუსი და ბაფტა მოიპოვა. ჩანაწერი ასევე "დუეტის/ჯგუფის საუკეთესო პოპ პერფორმანსისა" და "ვიზუალური ნამუშევრისთვის დაწერილი კომპოზიციის" ნომინაციებში გრემის დაჯილდოების გამარჯვებულიც გახდა.
კომენტარები