Thumbnail

ახალგაზრდა ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დიმიტრი ლესლი როჯერმა, ფსევდონიმით Rich The Kid, მსმენელს ახალი კომპოზიცია 4 Phones შესთავაზა. ჩანაწერი რეპერის მომავალი, რიგით მეორე ალბომის The World Is Yours 2 სინგლია. თავად სტუდიური ჩანაწერი გაყიდვაში 22 მარტს ჩაეშვება.

► ნახეთ: Rich The Kid-მა ორკესტრთან ერთად სამი კომპოზიცია შეასრულა 

► ნახეთ: რეპერი Rich The Kid კომპოზიციის Mo Paper ვიდეორგოლს ავრცელებს 

► მოუსმინეთ: Rich The Kid - Mo Paper Ft. YG 

 

ამასათან, ჰიპ ჰოპ არტისტმა ტრეკზე გადაღებული ვიდეორგოლის თიზერიც გამოაქვეყნა.

შემსრულებელმა მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. სადებიუტო ალბომამდე The World Is Yours, მისი შემოქმედება რამდენიმე ოფიციალურ მიქსტეიპსა და Migos-თან ჩაწერილ კოლაბორაციულ პროექტებს აერთიანებდა. პირველი სტუდიური ნამუშევრის სინგლებმა, ორმაგი პლატინის სტატუსის მქონე Plug Walk-მა და ქენდრიქ ლამარის მონაწილეობით შექმნილმა კომპოზიციამ New Freezer, მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული