Thumbnail

ნახეთ: ტეილორ სვიფტი ბრიტანული Elle-ს ფოტოსესიაში

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავი ტეილორ სვიფტი ბრიტანული Elle-ს აპრილის ნომრის სტუმარია. მუსიკოსის ფოტო გამოცემის გარეკანზეც დაიბეჭდება.

► ნახეთ: ტეილორ სვიფტმა თაყვანისმცემელი წყვილის ნიშნობაზე იმღერა

► მამაკაცს, რომელიც ტეილორ სვიფტის სახლში შეიპარა და დაიძინა, პატიმრობა მიესაჯა

► ნახეთ: ტიანა ტეილორმა კომპოზიციაზე Gonna Love Me კლიპი გადაიღო

ბრენდების JW Anderson, Louis Vuitton, MIU MIU, Christopher Kane, Mugler, Versace და Gucci სამოსში გამოწყობილი მომღერლის სურათებზე ცნობილმა არტისტმა, კვენტინ ჯონსმა იმუშავა. 

ტეილორ სვიფტმა მუსიკალური კარიერა 2004 წელს დაიწყო. 20 წლის ასაკში მომღერალმა გრემის ჯილდო მიიღო და ოქროს გრამოფონის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელის სტატუსიც მოიპოვა. 2010 და 2015 წლებში ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ Time სვიფტი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული