14 აპრილს თბილისში, მულტიფუნქციურ სივრცეში "რესპუბლიკა" რუსი არტისტის, ბორის გრებენშიკოვისა და მისი ჯგუფის, "აკვარიუმის" კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა tkt.ge-ზეა შესაძლებელი. საღამო GeoPark CA-ის ორგანიზებით შედგება.
რუსული როკის ისტორიაში ერთ-ერთმა წამყვანმა ფიგურამ, პოეტმა და მუსიკოსმა ბორის გრებენშიკოვმა ჯგუფი "აკვარიუმი" ქალაქ ლენინგრადში (ახლანდელ სანქტ-პეტერბურგში) 1972 წელს ჩამოაყალიბა. 1980 წელს კოლექტივმა საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველ ოფიციალურ როკ ფესტივალზე, თბილისში გამართულ "გაზაფხულის რიტმებზე" დაუკრა.
კომენტარები