Thumbnail

თებერვალი: აუცილებლად მოსასმენი 10 კომპოზიცია

გთავაზობთ 2019 წლის თებერვალში გამოშვებულ, აუცილებლად მოსასმენ 10 კომპოზიციას:

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. La Femme - L'Hawaïenne

ფრანგულმა ჯგუფმა La Femme ახალი კომპოზიცია L'Hawaïenne და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ვიდეორგოლის ერთ-ერთი ავტორები ბენდის წევრები თავად არიან.

9. Lizzo - Cuz I Love You

მინესოტელმა შემსრულებელმა მელისა ჯეფერსონმა, სასცენო სახელით Lizzo, ახალი კომპოზიცია Cuz I Love You და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გამოაქვეყნა. ტრეკი მუსიკოსის ამავე სახელწოდების მქონე ალბომში შევა, რომელიც გაყიდვაში 19 აპრილს ჩაეშვება.

8. Versing - Tethered

ამერიკულმა ბენდმა Versing ახალი სინგლი Tethered და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. კომპოზიცია მუსიკოსების მომავალ ალბომში "10000" შევა, რომელიც 3 მაისს გამოვა.

7. Niko X Proffeny - In Too Deep Ft. Bluntsmoker

ახალგაზრდა ქართველმა ჰიპ ჰოპ არტისტმა Niko-მ, ახალი კომპოზიცია In Too Deep გამოაქვეყნა. ტრეკში, რომლის ინსტრუმენტალიც Proffeny-ს ეკუთვნის, ამერიკელი რეპერი Bluntsmoker მონაწილეობს. 

6. La Dispute - Rhodonite And Grief

ამერიკულმა ბენდმა La Dispute ახალი კომპოზიცია Rhodonite and Grief გამოუშვა. სიმღერა მუსიკოსების მომავალ ალბომში Panorama იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 22 მარტს ჩაეშვება. 

5. Modeselektor - Who Ft. Tommy Cash

გერმანული ელექტრონული დუეტი Modeselektor ახალ კომპოზიციას Who ავრცელებს. ჩანაწერში ესტონელი ჰიპ ჰოპ არტისტი ტომას ტამემეტსი, სასცენო სახელით Tommy Cash მონაწილეობს. 

 4. Bedford Falls - This Is Your House

ქართულმა როკ ჯგუფმა Bedford Falls თებერვალში ახალი კომპოზიცია This Is Your House და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. 

3. Foals - On the Luna

ბრიტანულმა ჯგუფმა Foals ახალი სიმღერა On the Luna და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. კომპოზიცია ბენდის მომავალ ალბომში Everything Not Saved Will Be Lost - Part 1 შევა, რომელიც გაყიდვაში 8 მარტს ჩაეშვება. 

2. Freddie Gibbs & Madlib - Flat Tummy Tea

ხუთწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ მსმენელს ჰიპ ჰოპ დუეტი MadGibbs დაუბრუნდა. ლეგენდარულმა კალიფორნიელმა პროდიუსერმა ოტის ჯექსონმა, ფსევდონიმით Madlib და ინდიანელმა რეპერმა ფრედრიკ ტიპტონმა, ფსევდონიმით Freddie Gibbs, ახალი კომპოზიცია Flat Tummy Tea გამოაქვეყნეს.

 1. The Chemical Brothers - Got To Keep On

ბრიტანულმა ელექტრონულმა დუეტმა The Chemical Brothers ახალი კომპოზიცია Got to Keep On გაავრცელა. ტრეკი ჯგუფის ახალ, რიგით მეცხრე ალბომში No Geography იქნება წარმოდგენილი, რომლის გამოსვლის თარიღი 12 აპრილია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული