Thumbnail

Lady Gaga: მე და ბრედლიმ კარგად გაგაცურეთ

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ფილმ A Star Is Born-ის გამოსვლის შემდეგ, ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის თაყვანისცემლები მათ შორის შესაძლო სასიყვარულო ურთიერთობაზე ალაპარაკდნენ. 24 თებერვალს გამართულ ოსკარის დაჯილდოებაზე არტისტების მიერ წარმოდგენილმა ემოციურმა პერფორმანსმა კი არსებული ეჭვები უფრო მეტად გაამძაფრა.

► ნახეთ: ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის სიმღერა Clover, რომელიც ფილმში ვერ მოხვდა

► ნახეთ: ლედი გაგამ და ბრედლი კუპერმა ოსკარზე კომპოზიცია Shallow იმღერეს

► ლედი გაგამ და ლუდვიგ იორანსონმა ოსკარები მოიგეს

ბრედლისა და გაგას ურთიერთობის შესახებ ცნობილი ტელეწამყვანი, ჯიმი კიმელიც დაინტერესდა და მომღერალს შეკითხვა დაუსვა.

"გულწრფელად რომ ვთქვა, სოციალური მედია ინტერნეტის სანაგვეა და ის პოპკულტურას საშინელს ხდის. ბრედლი და მე ცერემონიის პერფორმანსისთვის ერთი კვირის განმავლობაში ვემზადებოდით. გვსურდა, რომ ამ გამოსვლაში ხალხს სიყვარული დაენახა. ორივესთვის მნიშვნელოვანი იყო, ჩვენ შორის ძლიერი კავშირი დამყარებულიყო. ვფიქრობ, თავი ყველაფერს კარგად გავართვით, იდეალურად გაგასულელეთ", - უპასუხა პოპვარსკვლავმა. 

A Star Is Born ბრედლი კუპერის პირველი სარეჟისორო ნამუშევარია. ფილმში მთავარ როლებს თავად კუპერი და გაგა ასრულებენ. სურათისთვის დაწერილმა ტრეკმა Shallow წელს "საუკეთესო ორიგინალური სიმღერის" კატეგორიაში ოსკარი მიიღო. ჩანაწერმა ოქროს გლობუსის, ბაფტასა და გრემის ჯილდოც მოიპოვა. 

9 გრემის მფლობელმა სტეფანი ჯერმანოტამ, სასცენო სახელით Lady Gaga, კარიერა 2001 წელს დაიწყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სინგლმა Bad Romance მოუტანა, რომელიც 2009 წელს ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა. 2016 წელს კი მომღერალს ამერიკულ სერიალში American Horror Story: Hotel შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი გადაეცა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული