Thumbnail

Slash-მა მაიკლ ჯექსონთან თანამშრომლობის ისტორია გაიხსენა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Guns N' Roses-ის გიტარისტმა, სლეშმა ბრიტანულ გამოცემა Kerrang!-თან ინტერვიუში მისი და ცნობილი მუსიკოსის, მაიკლ ჯექსონის თანამშრომლობის ისტორია გაიხსენა.

► სლეში: Sweet Child O’ Mine არასდროს მომწონდა

"ჩემმა მენეჯერმა დამირეკა და შემატყობინა, რომ მაიკლ ჯექსონს ჩემთან დაკავშირება სურდა. გამიხარდა და თავად გადავურეკე. მან მითხრა, რომ სურდა 1991 წლის ალბომში Dangerous მონაწილეობა მიმეღო. შეხვედრის დრო დავთქვით და ერთმანეთს ხმის ჩამწერ სტუდიაში შევხვდით. იქ მსახიობი ბრუკ შილდსიც დამხვდა. ისინი ლანჩზე გავიდნენ და მე სამუშაოდ დამტოვეს.

როდესაც დაბრუნდა, შემომთავაზა, რომ მასთან ერთად შოუებში მონაწილეობა მიმეღო. მაიკლი ნამდვილი ტალანტი და უსაზღვროდ პროფესიონალი ადამიანი იყო",- თქვა სლეშმა.

ამის შემდეგ გიტარისტმა ჯექსონთან ერთად იაპონიაში გამართული კონცერტები გაიხსენა.

"მაიკლთან ერთად ტოკიოში რამდენიმე კონცერტი გავმართე და კიდევ უფრო კარგად დავინახე, როგორ და რამდენს მუშაობდა. ყველაზე კარგად თავს სცენაზე გრძნობდა, მეც ნამდვილ კომფორტის ზონაში მამყოფებდა. ამის შემდეგ, ამ ქალაქს Guns N' Roses ესტუმრა. იმის მიუხედავად, რომ მასშტაბური შოუ გავმართეთ, მაინც ვერ იყო ისეთი აღმაფრთოვანებელი, როგორიც ჯექსონის კონცერტი", - განაცხადა სლეშმა.

სლეშმა და მაიკლმა კარიერის განმავლობაში ისეთ კომპოზიციებზე ითანამშრომლეს, როგორებიცაა Give In to me, Black or White, D.S. და სხვა. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული