Thumbnail

ნახეთ: Spice Girls-ის ემა ბანტონმა სიმღერაზე Baby Please Don't Stop კლიპი გადაიღო

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ინგლისური პოპ ბენდის, Spice Girls-ის წევრი, ემა ბანტონი ახალ სინგლს Baby Please Don't Stop და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. კომპოზიცია მომღერლის რიგით მეოთხე სოლო ალბომში My Happy Place შევა, რომელიც გაყიდვაში 12 აპრილს ჩაეშვება. სტუდიურ ჩანაწერში სულ 10 ტრეკი გაერთიანდება. 

► Spice Girls-ის შესახებ ანიმაციური ფილმი გამოვა

ემა ბატონმა პოპულარობა ჯგუფ Spice Girls-ში მოღვაწეობით მოიპოვა. 2001 წელს არტისტმა პირველი სოლო ალბომი A Girl Like Me გამოუშვა, რომელიც ბრიტანეთის ჩარტში მეოთხე პოზიციაზე მოხვდა. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა What Took You So Long, Maybe და Take My Breath Away მოუტანა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული