Thumbnail

კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი ჯერალდ ჯილამი, ფსევდონიმით G-Eazy, მსმენელს ახალი კომპოზიციით West Coast დაუბრუნდა. ჩანაწერში მისი ახალგაზრდა კოლეგა, ჰიტის Thotiana ავტორი, Blueface მონაწილეობს. ტრეკი, სავარაუდოდ, ჯი-იზის მომავალი ალბომის G4 სინგლია.

► მოუსმინეთ: G-Eazy ოთხტრეკიან ჩანაწერს The Beautiful & Damned (Remixes) ავრცელებს 

► მოუსმინეთ: G-Eazy - Endless Summer Feat. YG 

► ნახეთ: Snoop Dogg, Rick Ross, G-Eazy, T.I. და სხვები Trae Tha Truth-ის კლიპში 

ჯერალდ ჯილამმა, ფსევდონიმით G-Eazy, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იანების მეორე ნახევარში დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 და 2015 წლის ალბომებით These Things Happen და When It's Dark Out გახდა. 2017 წლის დეკემბერში კი არტისტმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ნამუშევარი The Beautiful & Damned ჩაუშვა. ჩანაწერი ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში მესამე პოზიციაზე გავიდა და ოქროს სტატუსიც მალევე მოიპოვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული