Thumbnail

ASAP Rocky ახალ ალბომზე მუშაობს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანმა მემფისელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, თრეფ მიმდინარეობის პიონერმა, ჯორდან მაიკლ ჰიუსტონმა, ფსევდონიმით Juicy J, ინსტაგრამზე ახალგაზრდა კოლეგასთან, ASAP Rocky-სთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ოსკაროსანმა რეპერმა პოსტის საშუალებით როქის მომავალი ალბომი დააანონსა.

► მოუსმინეთ: ASAP Rocky-მ ახალი ალბომი TESTING გამოუშვა 

► ნახეთ: ASAP Rocky ვიდეორგოლს Kids Turned Out Fine ავრცელებს 

► ნახეთ: ASAP Rocky კვლავ Travis Scott-ში აერიათ 

"ეისეფ როქის ახალ ალბომზე ვმუშაობთ", - წერს ჯუისი ჯეი.

View this post on Instagram

@asaprocky New Album on the way

A post shared by Juicy J (@juicyj) on

აღსანიშნავია, რომ როქიმ ბოლო ალბომი Testing შარშან შემოგვთავაზა. რეპერის სტუდიური ჩანაწერის ექსპერიმენტულმა ჟღერადობამ მსმენელში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

ჯუისი ჯეი ეისეფის მთავარი მენტორია. როქის ადრეულ შემოქმედებაზე ლეგენდარული ჰიპ ჰოპ გაერთიანების, Three 6 Mafia-ს გავლენა საკმაოდ მარტივი შესამჩნევია. კარიერის განმავლობაში არტისტებმა არაერთ წარმატებულ კომპოზიციაზე, მათ შორის ტრეკებზე Multiply, Gunz N Butter, Wavybone, Yamborghini High ითანამშრომლეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული