Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. Creator Bar-ის მუსიკალური მარათონი 

13 მარტი (ოთხშაბათი)

ერთთვიანი პროექტის ფარგლებში, ოთხშაბათობით Creator Bar-ში გაიმართება კონცერტები, რომლებშიც მონაწილეობას როკ, პანკ და ალტერნატიულ მუსიკაში მოღვაწე ქართული  კოლექტივები მიიღებენ. 13 მარტს მსმენელთა წინაშე ჯგუფები "პანიკა", Divers და The Robbers წარდგებიან.

4. "ქეთო და კოტე" თბილისის ოპერაში

15 მარტი (პარასკევი)

15 მარტს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვიქტორ დოლიძის "ქეთო და კოტეს" იხილავთ. სამმოქმედებიანი სპექტაკლის რეჟისორი ვანო ხუციშვილია, დირიჟორი რევაზ ტაკიძე, მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი, ქორეოგრაფი კი ილიკო სუხიშვილი. ღონისძიებაზე დასწრება მსურველებს 16 და 17 მარტსაც შეეძლებათ. 

"ქეთო და კოტე", პრემიერა - 28.10.2018

Scroll down for English "ქეთო და კოტე" მეორე საპრემიერო სპექტაკლი 28.10.2018 შემდეგი წარმოდგენები გაიმართება 31 ოქტომბერს, 3, 4, 6, 7 ნოემბერს იჩქარეთ, რამდენიმე ბილეთი ჯერ კიდევ არის დარჩენილი :) https://beta.tkt.ge/Show/5207/qeto-da-kote KETO AND KOTE The second premiere performance 28.10.2018 Next performances will be held on October 31 and November 3, 4, 6, 7 Hurry, Several tickets are still available :) https://beta.tkt.ge/Show/5207/qeto-da-kote

Posted by Tbilisi Opera and Ballet State Theatre on Monday, October 29, 2018

3. Mtkvarze: TC80 | Ika | Nuji | Skyra | Nicole

15 მარტი (პარასკევი)

პარასკევს კლუბი "მტკვარზე" ბერლინში მოღვაწე ფრანგ დიჯეისა და პროდიუსერს, TC80-ს მასპინძლობს. მასთან ერთად მსმენელთა წინაშე ქართველი არტისტი Ika წარდგება. კლუბის პატარა ოთახში კი Skyra და Nicole დაუკრავენ. 

2. BASSIANI / HOROOM: Svreca | Newa | Ben Ufo | Hvl |  JD J

15 მარტი (პარასკევი)

პარასკევს "ბასიანი" ესპანელ არტისტს, ლეიბლ Semantica Records-ის დამფუძნებელს, Svreca-ს მასპინძლობს. მასთან ერთად ადგილობრივი სცენის წარმომადგენელი Newa დაუკრავს. "ჰორუმის" ოთახში კი მსმენელთა წინაშე ბრიტანელი არტისტი Ben Ufo, Hvl და JD J წარდგებიან. 

1. KHIDI: Amotik | VII Circle | Boyd Schidt | Nika J | Adia

15 მარტი (პარასკევი)

15 მარტს კლუბი "ხიდი" ბერლინელ დიჯეისა და პროდიუსერს Amotik-ს მასპინძლობს. მასთან ერთად მსმენელთა წინაშე იტალიური დუეტი VII Circle და Boyd Schidt წარდგებიან. G2-ში კი ქართველი არტისტები Nika J და Adia დაუკრავენ. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული