Thumbnail

Bebe Rexha: მამაჩემს ვეზიზღები

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მომღერალმა, ბიბი რექსამ ახალ სინგლზე Last Hurrah გადაღებული კლიპი გაავრცელა. როგორც აღმოჩნდა, ვიდეოში ნაჩვენებმა ინტიმურმა და პროვოკაციულმა კადრებმა მუსიკოსის მამა, ფლამური გააღიზიანა და შვილს უსაყვედურა.

► Bebe Rexha: ჭარბი წონის გამო დიზაინერები კაბას არ მიკერავენ

"სჯობს, შეწყვიტო სულელური პორნოგრაფიის გავრცელება, რადგან გულს მირევ. უკვე აღარ შემიძლია ამის ატანა. სირცხვილით გარეთ ვერ გავსულვარ. შენზე გაბრაზებული ვარ. ეს როგორ გამიკეთე", - მიწერა ბიბის მშობელმა.

ტექსტური შეტყობინების სქრინშოთს მუსიკოსმა დააწერა:

"მამაჩემს ვეზიზღები".

პოსტს რექსას ფანების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ისინი მომღერლის მამას აკრიტიკებდნენ.

"მამაჩემი ცუდი ადამიანი არაა. ვნანობ, მესიჯი რომ გავასაჯაროვე. მისი მესმის. ძალიან მიყვარს, ამიტომ მასზე საუბარი შეწყვიტეთ", - განაცხადა არტისტმა გამოცემა TMZ-სთან საუბარში. 

ბიბი რექსამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. 2015 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ჩანაწერი I Don't Wanna Grow Up გამოუშვა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა No Broken Hearts, I'm a Mess და Meant to Be მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული