Thumbnail

Uncle Murda: Tekashi ვირთხა და ჩამშვებია, იმედია, ციხეში გააუპატიურებენ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ვეტერანი ბრუკლინელი ჰიპ ჰოპ არტისტი ლეონარდ გრანტი, იგივე Uncle Murda, ინსტაგრამზე ახალი კომპოზიციის ნაწყვეტს ავრცელებს, რომელშიც პატიმრობაში მყოფ რეპერს, Tekashi 6ix9ine-ს დისავს. შემსრულებელმა ჩანაწერში ლეგენდარული მუსიკოსის, Ice Cube-ის ტრეკის It Was A Good Day ინსტრუმენტალი გამოიყენა. 

► Boosie Badazz: გათავისუფლების შემდეგ Tekashi შესაძლოა, მოკლან

► სნუპ დოგი: Tekashi 6ix9ine ჩამშვებია, მან გამოძიებასთან ითანამშრომლა

► 50 Cent: მგონია, რომ Tekashi 6ix9ine-მა ყველა ჩაუშვა

მურდა ნამუშევარში ტეკაშის, სხვა ჰიპ ჰოპ არტისტების მსგავსად, "ჩამშვებსა" და "ვირთხას" უწოდებს. "იმედი მაქვს, ციხეში გააუპატიურებენ", - ამბობს რეპერი.

როგორც ცნობილია, სიქსნაინმა იანვარში სასჯელის ვადის შემცირების იმედით სასამართლოს წინაშე 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფება Nine Trey Blood არაერთ დანაშაულში ამხილა. იმ შემთხვევაში, თუ ჰიპ ჰოპ არტისტი გამოძიებასთან არ ითანამშრომლებდა, გისოსებს მიღმა მინიმუმ 47 წელს გაატარებდა. სიქსნაინის საბოლოო განაჩენი 2020 წლის 23 იანვარს გამოცხადდება. არსებული ინფორმაციით, ის მომავალ წელსვე გათავისუფლდება.

► Tekashi 6ix9ine: $20,000 გადავიხადე, რომ Chief Keef-ისთვის ესროლათ

► "დაჯგუფებას ყაჩაღობასა და მკვლელობაში ვეხმარებოდი" - 6ix9ine-მა 9 დანაშაული აღიარა

შეგახსენებთ, რომ მურდამ და სიქსნაინმა შარშან ითანამშრომლეს. მათ 50 Cent-თან და Casanova-სთან ერთად კომპოზიცია Get The Strap ჩაწერეს.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული