Thumbnail

ნახეთ: ელტონ ჯონმა მისი როლის შემსრულებელ მსახიობთან ერთად Tiny Dancer იმღერა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ლოს ანჯელესში, ოსკარების დაჯილდოების დასრულების შემდეგ, ლეგენდარული ინგლისელი მუსიკოსის, ელტონ ჯონის შიდსთან ბრძოლის ფონდის ყოველწლიური საქველმოქმედო წვეულება გაიმართა. ღონისძიებაზე მომღერალმა ჰიტი Tiny Dancer უელსელ მსახიობთან, ტერონ ეჯერტონთან ერთად შეასრულა, რომელიც პოპვარსკვლავის შესახებ გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმში Rocketman თავად ელტონს თამაშობს. 

► ნახეთ: ელტონ ჯონის შესახებ გადაღებული ფილმის Rocketman თრეილერი

► ნახეთ: ელტონ ჯონის კარიერის გამორჩეული მომენტები John Lewis-ის საახალწლო რეკლამაში

► ნახეთ: Black Sea Arena-ზე ელტონ ჯონის კონცერტი გაიმართა

Rocketman-ის პრემიერა მაისშია დაგეგმილი. ნამუშევრის რეჟისორი დექსტერ ფლეთჩერია, სცენარი კი ლი ჰოლს ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ კინოსურათის ერთ-ერთი პროდიუსერი თავად ელტონ ჯონი გახლავთ.

კომპოზიცია Tiny Dancer ჯონის მეოთხე სტუდიურ ალბომში Madman Across the Water შედის, რომელიც გაყიდვაში 1971 წელს ჩაეშვა და ბილბორდის ჩარტში მერვე პოზიცია დაიკავა.

სერ ელტონ ჯონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1963 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მას 4 გრემისა და ერთი ოსკარის ჯილდო აქვს მოპოვებული. 350 მილიონი გაყიდული ალბომის წყალობით მუსიკოსი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ არტისტად ითვლება. შემსრულებელმა 2018 წლის სექტემბერში უკანასკნელი ტურნე დაიწყო, რომელიც 2021 წელს დასრულდება. პოპვარსკვლავი თაყვანისცემლებს სწორედ ამ პროექტის მეშვეობით დაემშვიდობება. ელტონი შარშან საქართველოშიც იმყოფებოდა. მან Black Sea Arena-ზე ორი კონცერტი გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული