Thumbnail

ნახეთ: არიანა გრანდემ მინი რიპერტონის ჰიტი Lovin' You დააქავერა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავი არიანა გრანდე მსოფლიო ტურნეს მარტში დაიწყებს. მუსიკოსი ამჟამად კონცერტებისთვის აქტიურად ემზადება. ცოტა ხნის წინ არტისტმა ინსტაგრამზე რეპეტიციაზე გადაღებული ვიდეო ატვირთა, რომელშიც ჩიკაგოელი მომღერლის, მინი რიპერტონის ჰიტს Lovin' You ასრულებს.

► ნახეთ: არიანა გრანდემ The Beatles-ის რეკორდი გაიმეორა

► Ariana Grande კლიპზე Break Up With Your Girlfriend მუშაობის კადრებს ავრცელებს

► ნახეთ: "გრეის ანატომიის" ვარსკვლავები Ariana Grande-ს სიმღერაზე ცეკვავენ

Lovin' You რიპერტონის რიგით მეორე სტუდიურ ალბომში Perfect Angel შედის, რომელიც გაყიდვაში 1954 წელს ჩაეშვა. კომპოზიციის პროდიუსინგზე ლეგენდარულმა სტივი უანდერმა იმუშავა. ტრეკი 1975 წელს ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა. 

გრანდე მსოფლიო ტურნეს ალბომების Sweetener და Thank U, Next მხარდასაჭერად გამართავს. პირველი შოუ ნიუ იორკის ქალაქ ოლბანიში, ბოლო კი ციურიხში გაიმართება. 

არიანა გრანდემ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2016-ში ჟურნალმა Time მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Side To Side, Problem და Focus მოუტანა. წელს შემსრულებელმა "საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის" კატეგორიაში გრემის ჯილდო მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული