Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. "კანუდოსის" კონცერტი გორში

7 მარტი (ხუთშაბათი)

7 მარტს გორში, ერისთავის თეატრის დიდ დარბაზში პროგრესივ ჯაზ ბენდი "კანუდოსი" სოლო კონცერტს სახელწოდებით "ლურჯი სიჩუმე" გამართავს. ღონისძიებაზე ჯგუფის ინსტრუმენტული კომპოზიციები, მათ შორის ოთხი ახალი ნაწარმოები შესრულდება.

4. MokuMoku-ს კონცერტი "მტკვარზე" 

7 მარტი (ხუთშაბათი)

ხუთშაბათს "მტკვარზე" ქართული ბენდის, MokuMoku-ს კონცერტი გაიმართება. ცოტა ხნის წინ ჯგუფმა ახალი ინსტრუმენტული ალბომი Chicago Marinade გაავრცელა. კლუბის პატარა ოთახში კი მსმენელთა წინაშე დიჯეები Skalitzer და Tobako Tween წარდგებიან.

3. საფესტივალო სერია Decoder "სფეისჰოლში"

7 მარტი (ხუთშაბათი)

7 მარტს "სფეისჰოლი" საფესტივალო სერია Decoder-ის მორიგ ივენთს უმასპინძლებს, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნება. მსმენელთა წინაშე ბელგიელი დიჯეი და პროდიუსერი Amelie Lens, ასევე Nur Jaber და Nicole წარდგებიან.

DECODER : AMELIE LENS // 7 MARCH

7 მარტს, SPACEHALL-ში, DECODER-ის მორიგი სერია გაიმართება, რომელზეც ბელგიელი Dj და პროდიუსერი, Amelie Lens დაუკრავს!

Posted by DECODER on Wednesday, February 27, 2019

2. ერეკლე დეისაძის კონცერტი "ბარი-ბარში"

8 მარტი (პარასკევი)

პარასკევს "ბარი-ბარში" ერეკლე დეისაძის კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი მსმენელთა წინაშე ბენდთან ერთად წარდგება. 8 მარტს ღონისძიებაზე მისული სტუმრები ასევე ქართული ელექტრონული სცენის წარმომადგენელს, Querubim-ს მოუსმენენ. 

1. KHIDI Arts Night: I Hate Models | Emmanuel | Tim Tama | Lucid Void

8 მარტი (პარასკევი)

8 მარტს კლუბი KHIDI ლეიბლ Arts-ის შოუქეისს წარმოგიდგენთ. მსმენელთა წინაშე ტექნო სცენის წარმომადგენლები, ჰოლანდიელი დიჯეი და პროდიუსერი Tim Tama და ფრანგი არტისტი I Hate Models წარდგებიან. მათთან ერთად ბერლინული ლეიბლის ერთ-ერთი დამფუძნებელი Emmanuel და დუეტი თბილისიდან Lucid Void დაუკრავენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული