Thumbnail

ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს, ოსკარის რიგით 91-ე ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ცნობილი მუსიკოსების გარეშე არც წელს ჩაუვლია. დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად თავი ძვირადღირებული კაბებითა და სამოსით მომღერლებმაც მოიწონეს.

► ლედი გაგამ და ლუდვიგ იორანსონმა ოსკარები მოიგეს

► ნახეთ: ლედი გაგამ და ბრედლი კუპერმა ოსკარზე კომპოზიცია Shallow იმღერეს

► ნახეთ: Queen-მა ოსკარზე We Will Rock You და We Are The Champions შეასრულა

გთავაზობთ გამორჩეულად ჩაცმული მუსიკოსების ფოტოებს:

Lady Gaga

"საუკეთესო ორიგინალური სიმღერის" ნომინაციაში გამარჯვებულმა ლედი გაგამ Alexander McQueen-ის შავ კაბისა და Tiffany & Co-ს ძვირფასი სამკაულების წყალობით მოდის კრიტიკოსების ქება დაიმსახურა. 

Kacey Musgraves

2019 წლის გრემის ერთ-ერთმა ტრიუმფატორმა, ქანთრი მუსიკოსმა, კეისი მასგრეივსმა ოსკარისთვის არჩევანი ჯამბატისტა ვალის სამოსზე შეაჩერა. 

Adam Lambert

მომღერალი ადამ ლამბერტი წითელ ხალიჩაზე ტომ ფორდის კოსტიუმში და Alexander McQueen-ის პერანგში გამოწყობილი გამოჩნდა. 

SZA

ამერიკელ მუსიკოსს Vivienne Westwood-ის თეთრი კაბა ეცვა. 

Jennifer Lopez

ჯეილომ ტომ ფორდის საღამოს კაბა მოირგო. 

Mark Ronson

მარკ რონსონი წითელ ხალიჩაზე Roger Vivier-ის ფეხსაცმელებით მივიდა. 

Jennifer Hudson

მსახიობი და მუსიკოსი ჯენიფერ ჰადსონი ლიბანელი დიზაინერის, ელი სააბის წითელ სამოსში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. 

Billy Porter

2019 წლის ოსკარზე ყველაზე ეპატაჟური ვარსკვლავი მომღერალი და მსახიობი ბილი პორტერი აღმოჩნდა, რომელიც წითელ ხალიჩაზე კრისტიან სირიენოს ორიგინალურ სამოსში გამოწყობილი გამოჩნდა. 

Tessa Thompson

მუსიკოსმა და მსახიობმა ტესა ტომპსონმა არჩევანი Chanel-ზე გააკეთა. 

Awkwafina

რეპერი და მსახიობი Awkwafina წითელ ხალიჩაზე Dsquared2-ის სამოსში გამოწყობილი გამოჩნდა. 

Pharrell Williams

ამერიკელმა პროდიუსერმა და მუსიკოსმა, ფარელ უილიამსმა თავისი ჩაცმულობით ფოტოგრაფების ყურადღება მალევე მიიქცია. 

Laura Marano

მომღერალსა და მსახიობს, ლორა მარანოს ბერძენი დიზაინერის, სილია კრიტარიოტის საღამოს კაბა ეცვა. 

Queen Latifah

რეპერი და მსახიობი, ქუინ ლატიფა თავს მაიკლ კოსტელოს კაბაში იწონებდა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული