Thumbnail

ლედი გაგამ და ლუდვიგ იორანსონმა ოსკარები მოიგეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარის გამარჯვებულები დაასახელა. საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში ჯილდო ლედი გაგასა და მარკ რონსონის კომპოზიციას Shallow ერგო. ფილმისთვის დაწერილი მუსიკისთვის კი პრიზი შვედმა კომპოზიტორმა, ლუდვიგ იორანსონმა დაიმსახურა, რომელმაც ნამუშევარი ფილმისთვის Black Panther შექმნა.

► ნახეთ: ლედი გაგამ და ბრედლი კუპერმა ოსკარზე კომპოზიცია Shallow იმღერეს

ზემოხსენებულ მუსიკალურ კატეგორიებში ნომინანტები ასე გამოიყურებოდნენ:

საუკეთესო ორიგინალური სიმღერა

All The Stars - Kendrick Lamar, SZA (Black Panther)
I’ll Fight - Diane Warren, Jennifer Hudson (RBG) 
The Place Where Lost Things Go - Marc Shaiman, Scott Wittman (Mary Poppins Returns)
Shallow - Lady Gaga, Mark Ronson, Anthony Rossomando (A Star Is Born)
When A Cowboy Trades His Spurs For Wings - Willie Watson, Tim Blake Nelson (The Ballad of Buster Scruggs)

საუკეთესო ორიგინალური მუსიკა

Black Panther - Ludwig Goransson
BlacKkKlansman- Terence Blanchard
If Beale Street Could Talk - Nicholas Britell
Isle Of Dogs- Alexandre Desplat
Mary Poppins Returns - Marc Shaiman

რაც შეეხება ლეგენდარულ ბრიტანულ ჯგუფ Queen-ზე გადაღებულ ფილმს Bohemian Rhapsody, ნამუშევარი 4 ოსკარის მფლობელი გახდა. კინოსურათმა ჯილდოები საუკეთესო ვიდეომონტაჟის, ხმის მონტაჟისა და საუნდ-მიქსინგის ნომინაციებში დაიმსახურა. ამის გარდა, მსახიობმა რამი მალეკმა პრემია ფრედი მერკურის განსახიერებისთვის მიიღო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული