Thumbnail

ნახეთ: ლედი გაგამ და ბრედლი კუპერმა ოსკარზე კომპოზიცია Shallow იმღერეს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს, ოსკარის რიგით 91-ე ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე სუპერვარსკვლავმა ლედი გაგამ და მსახიობმა ბრედლი კუპერმა კომპოზიცია Shallow ცოცხლად შეასრულეს.

► Lady Gaga-მ ოსკარი მოიგო

► ნახეთ: Lady Gaga ფილმ A Star Is Born-ის გადაღებებზე Bad Romance-ს ასრულებს

► ნახეთ: Lady Gaga-მ გრემიზე სიმღერა Shallow შეასრულა

აღსანიშნავია, რომ Shallow აკადემიამ "საუკეთესო ორიგინალური სიმღერის" კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა. კომპოზიცია ბრედლი კუპერის პირველი სარეჟისორო ნამუშევრის A Star Is Born ერთ-ერთი საუნდტრეკია. ფილმში მთავარ როლებს თავად კუპერი და ლედი გაგა ასრულებენ.

წელს სიმღერამ ოქროს გლობუსი და ბაფტა მოიპოვა. ჩანაწერი ასევე "დუეტის/ჯგუფის საუკეთესო პოპ პერფორმანსისა" და "ვიზუალური ნამუშევრისთვის დაწერილი კომპოზიციის" ნომინაციებში გრემის დაჯილდოების გამარჯვებულიც გახდა. 

9 მფლობელმა სტეფანი ჯერმანოტამ, სასცენო სახელით Lady Gaga, კარიერა 2001 წელს დაიწყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სინგლმა Bad Romance მოუტანა, რომელიც 2009 წელს ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა. 2016 წელს კი მომღერალს ამერიკულ სერიალში American Horror Story: Hotel შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი გადაეცა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული