Thumbnail

ნიდერლანდელი დიჯეი მარტინ გარიქსი ახალი სინგლს No Sleep და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. კომპოზიცია მომღერალ Bonn-თან ერთადაა ჩაწერილი.

► ნახეთ: Martin Garrix ფესტივალ ADE-ზე შესრულებულ დიჯეი სეტს ავრცელებს 

► მოუსმინეთ: Martin Garrix-მა ახალი ჩანაწერი Bylaw გამოუშვა

► ნახეთ: Martin Garrix-მა და Mike Shinoda-მ ტრეკის Waiting For Tomorrow კლიპი გაავრცელეს

აღსანიშნავია, რომ არტისტებმა შარშან თაყვანისცემლებს ერთობლივი ტრეკი High on Life შესთავაზეს.

მარტინის შემოქმედება EDM-სა და ჰაუსს აერთიანებს. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Animals მოუტანა, რომელიც 2013 წელს გაყიდვების ლიდერი გახდა. მასზე გადაღებულმა ვიდეოკლიპმა იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა. 2017 წელს დიჯეი საქართველოში Gem Fest-ის ჰედლაინერიც იყო.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული