Thumbnail

მაილი საირუსი: დონალდ ტრამპმა დამირეკა და ეროტიკული ცეკვა შემიქო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, მაილი საირუსმა გამოცემა Vanity Fair-თან საუბარში განაცხადა, რომ აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2013 წელს, MTV Video Music Award-ზე წარმოდგენილი პერფორმანსის შემდეგ დაურეკა და შესრულებული ეროტიკული ცეკვა, ე.წ. თვერქი შეუქო.

► ნახეთ: Miley Cyrus თავის ქორწილში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს

► ნახეთ: Miley Cyrus-მა Lindsay Lohan-ის სიმღერა Rumors შეასრულა

► ნახეთ: Miley Cyrus-მა და Mark Ronson-მა Nothing Breaks Like a Heart შეასრულეს

"2013 წელს, VMA-ის დასრულების შემდეგ ნიუ იორკში, Trump Tower-ში დავრჩი. მეორე დილას დონალდის ზარმა გამაღვიძა. მან წარმატებული გამოსვლა მომილოცა და მითხრა, რომ ჩემი ცეკვა ძალიან მოეწონა. მომავალმა პრეზიდენტმა შემაქო. როდესაც არჩევნების წინ ვთქვი, რომ ტრამპის არჩევის შემთხვევაში ქვეყანას დავტოვებდი, იმედი მქონდა, რომ საზოგადოება დაფიქრდებოდა, რა საფრთხე გველოდა. ისე კი ვფიქრობ, რომ ერთი ადამიანის ქვეყნიდან წასვლა არაფერს შეცვლის", - აღნიშნა მაილიმ.

როგორც ცნობილია, 2013 წლის MTV Video Music Award მაილი საირუსმა დახურა. ის მაყურებლების წინაშე პერფორმანსით ამერიკელ მუსიკოსთან, რობინ თიქთან ერთად წარდგა.

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული