Thumbnail

ნახეთ: ბიბი რექსამ სიმღერაზე Last Hurrah კლიპი გადაიღო

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი მომღერალი, ბიბი რექსა ახალ სინგლზე Last Hurrah გადაღებულ კლიპს ავრცელებს. ვიდეოს ავტორი ცნობილი სამხრეთკორეელი რეჟისორი ჯოზეფ კანია, რომელმაც კარიერის განმავლობაში არაერთ ვარსკვლავთან, მათ შორის ლედი გაგასთან, ჯენიფერ ლოპესთან და შაკირასთან იმუშავა.

► Bebe Rexha: ჭარბი წონის გამო დიზაინერები კაბას არ მიკერავენ

კომპოზიციის ინსტრუმენტალი ენდრიუ უელსს ეკუთვნის. 2018 წელს გამოშვებული სადებიუტო ალბომის Expectations შემდეგ ეს არტისტის პირველი ნამუშევარია.

ბიბი რექსამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. 2015 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ჩანაწერი I Don't Wanna Grow Up გამოუშვა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა No Broken Hearts, I'm a Mess და Meant to Be მოუტანა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული