Thumbnail

ნახეთ: მაკ მილერის აქამდე უცნობი კადრები გავრცელდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მედიაპლატფორმამ Illegal Civilization შარშან გარდაცვლილი ჰიპ ჰოპ არტისტის, Mac Miller-ის პატივისცემის ნიშნად კლიპი დაამზადა. 2-წუთიან ნამუშევარში მუსიკოსის აქამდე გამოუქვეყნებელი კადრები შევიდა, მათ შორის მისი და კალიფორნიელი კოლეგის, Vince Staples-ის სტუდიაში მუშაობის ამსახველი ვიდეო.

► რეპერ Mac Miller-ის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია 

► ნახეთ: 18 წლის Mac Miller-ის აქამდე უცნობი ფრისტაილი 

პიტსბურგელი მუსიკოსის შემოქმედება 5 ალბომს აერთიანებს. მათ შორის კომერციულად ყველაზე წარმატებული პირველი, Blue Slide Park გახლავთ, რომელიც ბილბორდის მუსიკალური ჩარტების სათავეში მოექცა. ეს მიღწევა განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან მაკ მილერმა სტუდიური ჩანაწერი დამოუკიდებლად, ლეიბლის გარეშე გაავრცელა. ლეგენდარული ჰიპ ჰოპ გაერთიანების Tha Dogg Pound 1995 წლის ალბომის Dogg Food შემდეგ, მალკოლმი პირველი რეპერი იყო, რომელმაც მსგავსი რამ შეძლო. არტისტის 2018 წლის ნამუშევარმა Swimming გრემის "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაცია დაიმსახურა. იმავე წლის 7 სექტემბერს მალკოლმი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზი კი ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირება გახდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული