Thumbnail

პოპულარული ქართველი ჰიპ ჰოპ არტისტი გიორგი ქებურია, ფსევდონიმით Kay G, კომპოზიციას "სიმართლე თუ მოქმედება" სახელწოდებით STM ავრცელებს. ჩანაწერის პროდიუსერები ნიკა ალექსიძე, იგივე N.A და ნიკა ყაჭეიშვილი, სასცენო სახელით CA$H არიან. ტრეკი რეპერის სადებიუტო EP-ში "Apollo 11" შევიდა.

► რეპერი Kay G სადებიუტო ჩანაწერს Apollo 11 ავრცელებს 

► მოუსმინეთ: Kay G - ფრენის რეჟიმზე 

► ნახეთ: ქართველი რეპერი Kay G ახალ სარეკლამო ვიდეორგოლში მონაწილეობს 

გიორგიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი ცნობილი ტრეკებია "მინანქარი", "5 ლარი", "კერძო საკუთრება", "ჩემით" და "260-6". 2015 წელს არტისტი პაროდიულ-სატირულ ჰიპ ჰოპ პროექტს, "ბირჟა მაფიას" შეუერთდა და მიშკა მგალობლიშვილთან, იგივე Young Mic-თან, ერთად ისეთი ცნობილი კომპოზიციები გაავრცელა, როგორებიცაა "ხლაპუშკა" და "თსლ შავი ზედა". 2018 წლის 26 ნოემბერს მუსიკოსმა სადებიუტო ჩანაწერი Apollo 11 გაავრცელა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული