Thumbnail

ხუთწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ მსმენელს ჰიპ ჰოპ დუეტი MadGibbs დაუბრუნდა. ლეგენდარულმა კალიფორნიელმა პროდიუსერმა ოტის ჯექსონმა, ფსევდონიმით Madlib და ინდიანელმა რეპერმა ფრედრიკ ტიპტონმა, ფსევდონიმით Freddie Gibbs, ახალი კომპოზიცია Flat Tummy Tea გამოაქვეყნეს.

► მოუსმინეთ: Freddie Gibbs და Madlib ახალი ალბომიდან Bandana ნაწყვეტს ავრცელებენ 

ამჟამად მსმენელები გაერთიანებისგან რიგით მეორე ალბომს Bandana ელოდებიან. როგორც მადლიბმა მიმდინარე თვეში განაცხადა, სტუდიურ ჩანაწერზე მუშაობა დასრულებულია და მისი გავრცელება უახლოეს მომავალში იგეგმება. ჯერჯერობით, უცნობია შევა თუ არა ზემოხსენებული ტრეკი არტისტების ერთობლივ ალბომში.

ჰიპ ჰოპ დუეტი MadGibbs 2011 წელს ჩამოყალიბდა. გაერთიანების შემოქმედება ოთხ EP-სა და 2014 წლის ალბომს Pinata აერთიანებს. სტუდიურმა ჩანაწერმა თავის დროზე კრიტიკოსებისა და მსმენელებისგან პოზიტიური შეფასება დაიმსახურა. არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ ის 2010 წლის შემდეგ გამოსულ საუკეთესო ნამუშევრებს შორის დაასახელა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული