Thumbnail

ნახეთ: Ari Lennox და J. Cole კლიპს Shea Butter Baby ავრცელებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპ გაერთიანების Dreamville წევრები, არენბი შემსრულებელი კორტნი სოლტერი, იგივე Ari Lennox და ცნობილი რეპერი ჯერმეინ ქოული, სასცენო სახელით J. Cole, კომპოზიციაზე Shea Butter Baby გადაღებულ ვიდეორგოლს აქვეყნებენ. ჩანაწერის პროდიუსერი გავლენიანი ატლანტელი მუსიკოსი Mike Will Made It გახლავთ.

► J. Cole კოლექტივის Dreamville ახალ ალბომს აანონსებს 

არიმ და ქოულმა კარიერის განმავლობაში რამდენჯერმე ითანამშრომლეს. ნეო სოულისა და არენბის შემსრულებელი ჯეის მიერ ჩამოყალიბებულ კოლექტივს Dreamville 2015 წელს შეუერთდა და გაერთიანების კომპილაციურ ალბომში Revenge Of The Dreamers II მიიღო მონაწილეობა. ამჟამად მუსიკოსები სტუდიური ჩანაწერის მესამე ნაწილზე მუშაობენ. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული