Thumbnail

ახალგაზრდა ქართველი ჰიპ ჰოპ არტისტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი, ფსევდონიმით Niko, ახალ კომპოზიციას In Too Deep აქვეყნებს, რომლის პროდიუსერიც ტრადიციულად არჩილ შუბლაძე, იგივე Proffeny გახლავთ. ტრეკში აშშ-ის მასშტაბით საკმაოდ ცნობილი რეპერი Bluntsmoker მონაწილეობს. ამ უკანასკნელმა კარიერის განმავლობაში ისეთ მუსიკოსებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან Wiz Khalifa და Smoke DZA.

► მოუსმინეთ: ჰიპ ჰოპ არტისტმა Niko-მ რეპერი Young Mic გადისა 

► მოუსმინეთ: Niko & Proffeny - MOY 

► მოუსმინეთ: Niko & Proffeny - UUU 

ნიკომ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2017 წელს დაიწყო. რეპერი რეჩიტატივს ძირითადად ინგლისურ ენაზე კითხულობს. მისი ცნობილი ტრეკები THE BREEZE და Ventilator გახლავთ. 2018 წლის 12 აგვისტოს არტისტმა სადებიუტო მიქსტეიპი "XVIII" გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული