Thumbnail

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი ფილმისთვის სტრიპტიზის ცეკვას სწავლობს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავი, ჯენიფერ ლოპესი ახალი ფილმში Hustlers მიიღებს მონაწილეობას. 49 წლის მუსიკოსს კინოსურათში სტრიპტიზიორის განსახიერება მოუწევს, ამიტომაც, ის ამ პროფესიის დასაუფლებლად ეროტიკულ ცეკვას სწავლობს.

► ნახეთ: Jennifer Lopez-მა Elvis Presley-ის ჰიტი Heartbreak Hotel იმღერა

► მოუსმინეთ: Bryan Adams-მა და Jennifer Lopez-მა დუეტი ჩაწერეს

► ნახეთ: 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად ჯენიფერ ლოპესი ტურნეს გამართავს

შემსრულებლის შეყვარებულმა, ალექს როდრიგესმა ინსტაგრამზე ვიდეო ატვირთა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ვარჯიშობს ჯეილო ცნობილი კომპოზიციის The Time of My Life ფონზე.

ფილმს, რომლის რეჟისორი ლოურენ სკაფარია, გამოცემა New York Magazine-ის სტატიის The Hustlers at Scores მიხედვით გადაიღებენ. ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაეშვება სურათი კინოგაქირავებაში.

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მსოფლიო პოპულარობა ვარსკვლავს სადებიუტო სინგლმა If You Had My Love მოუტანა. 1999 წელს სიმღერა მუსიკალური ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული