Thumbnail

ნახეთ: კურტ კობეინის ნაკლებად ცნობილი ფოტოსურათები

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Nirvana-ს ფრონტმენს, კურტ კობეინს 20 თებერვალს 52 წელი შეუსრულდებოდა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, მისი ნაკლებად ცნობილი ფოტოსურათები მოგვეძიებინა და თქვენთვის გაგვეზიარებინა. 

1968 წელი

პატარა კურტი მამასთან ერთად მანქანას ატარებს.

1972 წელი

5 წლის ასაკში მუსიკალურ ინსტრუმენტებთან ერთად.

1982 წელი

15 წლის კობეინი სახლში.

1985 წელი

თინეიჯერი კურტი გიტარაზე უკრავს, რომელიც მოგვიანებით 44,000 აშშ დოლარად გაიყიდა.

1986 წელი

მუსიკოსი გისოსებს მიღმა მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ვაშინგტონის შტატის ქალაქ აბერდინში ყოფნისას, არაფხიზელ მდგომარეობაში სხვის საკუთრებაში შეიჭრა.

1989 წელი

სანამ პოპულარული გახდებოდა, კობეინს სახლი არ ჰქონდა. ღამით ის ხან თავის მანქანაში, ხანაც მეგობრებთან რჩებოდა.

1989 წელი

ფოტოზე კურტი ლონდონში, ერთ-ერთ ხმის ჩამწერ სტუდიაში ავტოგრაფებს არიგებს.

1989 წელი

არტისტი ერთ-ერთი ტურნეს დროს რომში კოლიზეუმს ეწვია.

1989 წელი

"ნირვანა" სადებიუტო ალბომის, Bleach-ის პრომო ფოტოების გადაღების დროს.

1989 წელი

გიტარის გაუმართაობის გამო გაღიზიანებულმა კურტმა ინსტრუმენტი დაამტვრია, შემდეგ მაღალ დინამიკებზე აძვრა და გადმოხტომით იმუქრებოდა. ბოლოს კი გამოაცხადა, რომ ჯგუფიდან წავიდა.

1989 წელი

გიტარის დამტვრევის, დინამიკიდან გადმოხტომის მუქარისა და ჯგუფიდან "წასვლის" შემდეგ, მეორე დღეს კურტი ბენდს დაუბრუნდა.

1991 წელი

კურტი "ნირვანას" მეორე ალბომის, Nevermind-ის გარეკანის ფოტოს გადაღებებზე.

1991 წელი

კურტი ქალაქ ვანკუვერში გამართული კონცერტის დროს.

1991 წელი

კურტი ირლანდიის ქალაქ კორკში მდებარე ბართან Sir Henry's, სადაც კოლექტივმა კონცერტი გამართა.

1992 წელი

კურტმა და კორტნი ლავმა ჰავაიზე იქორწინეს.

1993 წელი

არტისტი თავის შვილთან, ფრენსის ბინ კობეინთან ერთად.

1993 წელი

შემსრულებელი ლოს ანჯელესში ტელეფონზე საუბრობს.

1994 წელი

კონცერტის მიმდინარეობისას გადაღებული სურათი გამოცემა Spin-მა გაავრცელა.

1994 წელი

მუსიკოსი რომში ყოფნისას, ალკოჰოლითა და საძილე პრეპარატებით ზედოზირების შემდეგ, უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა კობეინის გადარჩენა შეძლეს.

1994 წელი

ოფიციალური ინფორმაციით, 27 წლის კურტმა თავი საკუთარ სახლში 5 აპრილს ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა. მისი ცხედარი 8 აპრილს ელექტრიკოსმა აღმოაჩინა. სიეტლის პოლიციის დეპარტამენტმა ადგილზე გადაღებული ფოტო გაავრცელა, რომელზეც ტყვიებით სავსე ყუთია აღბეჭდილი.

კურტ კობეინმა მუსიკალური კარიერა 1982 წელს დაიწყო, ჯგუფი Nirvana კი 1987 წელს ჩამოაყალიბა. კოლექტივს მსოფლიო აღიარება 1991 წლის ალბომმა Nevermind და მასში შესულმა სინგლმა Smells Like Teen Spirit მოუტანა. 1994 წლის 5 აპრილს დეპრესიაში მყოფმა კობეინმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რის შემდეგაც "ნირვანას" მოღვაწეობა აღარ გაუგრძელებია. გრანჟის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ბენდმა არსებობის განმავლობაში მხოლოდ 3 სტუდიური ნამუშევრის გამოშვება მოასწრო, მსოფლიო მასშტაბით კი 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. 2014 წელს გრემის მფლობელი კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული