Thumbnail

ნახეთ: Rich The Kid-მა ორკესტრთან ერთად სამი კომპოზიცია შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ახალგაზრდა რეპერმა დიმიტრი ლესლი როჯერმა, ფსევდონიმით Rich The Kid, პლატფორმა Audiomack-ის გადაცემაში Trap Symphony ორკესტრთან ერთად სამი კომპოზიცია Splashin, Plug Walk და New Freezer შეასრულა.

► ნახეთ: რეპერი Rich The Kid კომპოზიციის Mo Paper ვიდეორგოლს ავრცელებს

Splashin ჰიპ ჰოპ არტისტმა იანვარში გაავრცელა. ტრეკი რეპერის მომავალ ალბომში The World Is Yours 2 შევა, რომელიც, სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში გამოიცემა. Plug Walk და New Freezer კი მუსიკოსის სადებიუტო სტუდიურ ნამუშევარშია წარმოდგენილი.

შემსრულებელმა მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. სადებიუტო ალბომამდე The World Is Yours, მისი შემოქმედება რამდენიმე ოფიციალურ მიქსტეიპსა და Migos-თან ჩაწერილ კოლაბორაციულ პროექტებს აერთიანებდა. პირველი სტუდიური ნამუშევრის სინგლებმა, ორმაგი პლატინის სტატუსის მქონე Plug Walk-მა და ქენდრიქ ლამარის მონაწილეობით შექმნილმა კომპოზიციამ New Freezer, მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული