Thumbnail

ნახეთ: Calvin Klein-ის ახალ რეკლამაში Shawn Mendes და A$AP Rocky მონაწილეობენ

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ცნობილი ამერიკული მოდის სახლი Calvin Klein ახალ რეკლამას ავრცელებს, რომელშიც კანადელი სუპერვარსკვლავი, შონ მენდესი და რეპერი, A$AP Rocky მონაწილეობენ. ვიდეორგოლი მამაკაცის თეთრეულისა და ჯინსების 2019 წლის კოლექციის პრომოუშენის ფარგლებში მომზადდა.

► ნახეთ: ASAP Rocky კვლავ Travis Scott-ში აერიათ 

► ნახეთ: 2018 წლის Victoria's Secret-ის შოუზე Shawn Mendes-მა და Halsey-მ იმღერეს

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსებმა Calvin Klein-ის ფოტოსესიაშიც მიიღეს მონაწილეობა. 

შონ მენდესმა შემოქმედებითი კარიერა 2013 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Treat You Better მოუტანა, რომელზეც გადაღებულმა ვიდეოკლიპმა იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა. 2018 წელს ჟურნალმა Time არტისტი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. 

ეისეფ როქიმ კი მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. დღეისთვის მისი დისკოგრაფია კომერციულად წარმატებულ ალბომებს Long.Live.A$AP და At.Long.Last.A$AP, ასევე, შარშან გავრცელებულ სტუდიურ ჩანაწერს Testing მოიცავს. სოლო კარიერის გარდა, რეპერი შემოქმედებითი გაერთიანება ASAP Mob-ის ერთ-ერთი ლიდერია. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული