Thumbnail
ფოტო: popmusic.ge

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა ელვის პრესლის ჰიტი Heartbreak Hotel იმღერა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ტელეკომპანია NBC-ის ეთერში ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ელვის პრესლის პატივსაცემად გამართული კონცერტის Elvis All-Star Tribute ჩვენება შედგა. ღონისძიებაში მონაწილეობა 49 წლის სუპერვარსკვლავმა, ჯენიფერ ლოპესმა მიიღო, რომელმაც შოუში პრესლის ჰიტი Heartbreak Hotel შეასრულა.

► მოუსმინეთ: Bryan Adams-მა და Jennifer Lopez-მა დუეტი ჩაწერეს

► ნახეთ: 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად ჯენიფერ ლოპესი ტურნეს გამართავს

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა გრემის დაჯილდოებაზე იმღერა

კომპოზიციამ Heartbreak Hotel, რომელიც ელვისმა 1956 წელს ჩაწერა, ბილბორდის ჰიტ-აღლუმში პირველი პოზიცია დაიკავა. 2004 წელს ჟურნალმა Rolling Stone ტრეკი ყველა დროის საუკეთესო 500 სიმღერას შორის დაასახელა. 

კონცერტზე ელვისის ცნობილი ნამუშევრები, ჯეილოს გარდა, არაერთმა ვარსკვლავმა, მათ შორის შონ მენდესმა, ედ შირანმა, ჯონ ლეჯენდმა და ფოსთ მელოუნმა იმღერეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული