Thumbnail

ფილადელფიელი რეპერი სიმირ ვუდსი, ფსევდონიმით Lil Uzi Vert, ახალ ჩანაწერს Closing It და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს. ნამუშევარი ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტის, Tisakorean-ის ტრეკის DIP რემიქსია. ვიდეორგოლის ავტორი ცნობილი იუთუბერი Jmoney1041 გახლავთ.

► ნახეთ: Lil Uzi Vert & Playboi Carti - Left Right

► Lil Uzi Vert: კარიერას ვასრულებ, რიგითი ადამიანივით ცხოვრება მინდა

აღსანიშნავია, რომ ეს კომპოზიცია და კლიპი მას შემდეგ გავრცელდა, რაც უზიმ მუსიკალური კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

ლილ უზი ვერტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. 2017 წელს არტისტმა სადებიუტო და დღეისთვის ერთადერთი სტუდიური ალბომი Luv Is Rage 2 გაავრცელა. ჩანაწერი კომერციულად წარმატებული გამოდგა და მალევე მოიპოვა პლატინის სტატუსიც. ნამუშევრის წამყვანი კომპოზიცია XO Tour Llif3 გახლავთ, რომელიც იმავე წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიპ ჰოპ ტრეკი გახდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული