Thumbnail

პოპულარული ქართველი ჰიპ ჰოპ არტისტი მიშკა მგალობლიშვილი, ფსევდონიმით Young Mic, ახალ კომპოზიციას "ვეშლები" ავრცელებს. ჩანაწერში დამწყები რეპერი გიგი გელაშვილი, იგივე Gig L, მონაწილეობს და ნამუშევრის ინსტრუმენტალიც მასვე ეკუთვნის. რეჩიტატივს მუსიკოსები როგორც მშობლიურ, ასევე ინგლისურ ენაზე კითხულობენ.

► მოუსმინეთ: მიშკა მგალობლიშვილმა Niko-ს დის-ჩანაწერზე უპასუხა 

► მოუსმინეთ: ჰიპ ჰოპ არტისტმა Niko-მ რეპერი Young Mic გადისა 

► მოუსმინეთ: Serhio, Dope Zee & Young Mic - წუთისოფელი

მიშკა მგალობლიშვილმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი წარმატება პაროდიულ-სატირულ ჰიპ ჰოპ პროექტს, "ბირჟა მაფიას" უკავშირდება. რეპერის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია "ხლაპუშკა", "გამზარდე" და "თსლ შავი ზედა". არტისტი ქართულ კომპოზიციებს ფსევდონიმით Young Mic ავრცელებს, ინგლისურენოვანს კი სასცენო სახელით Pash Lyfe. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული