Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. Soundwave: Aine Merme | NUM

28 თებერვალი (ხუთშაბათი)

ხუთშაბათს Politika-ში პროექტ Soundwave-ის მორიგი ლაივ სესია გაიმართება. მსმენელთა წინაშე ქართველი არტისტი ნატუკა ნაცვლიშვილი, ფსევდონიმით Aine Merme გიტარისტ ნიკა გაბაძესთან ერთად წარდგება. 

ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ასევე ელექტროაკუსტიკური დუეტის, NUM-ის მოსმენა შეეძლებათ. მილად ბაგერისა და მარიამ სირვანის შემოქმედება ტრიპ ჰოპისა და ექსპერიმენტული მუსიკის ელემენტებს მოიცავს. 

4. პეტ მეთინი თბილისის 22-ე ჯაზ-ფესტივაზე

1 მარტი (პარასკევი)

1 მარტს თბილისის 22-ე ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში ღონისძიების ჰედლაინერის, 20 გრემის ჯილდოს მფლობელი პეტ მეთინის კონცერტი გაიმართება. "ივენთ ჰოლში" მისული მსმენელების წინაშე არტისტი დერეკ ოლეჟკიევიჩთან და ჯონათან ბარბერთან ერთად წარდგება.

2 მარტს კი ლეგენდარული გიტარისტის ხილვა ფილარმონიის დიდი დარბაზის სცენაზე შეგეძლებათ, სადაც ის კონცერტს თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართავს. 

3. Treebal-ის დაბადების დღე "სფეისჰოლში"

1 მარტი (პარასკევი)

1 მარტს "სფეისჰოლში" Treebal-ის დაბადების დღეა. 3 წლის იუბილესთან დაკავშირებით ივენთების სერია ფსაი-ტრანს სცენის ყველაზე მოთხოვნად დიჯეისა და პროდიუსერს, Astrix-ს მასპინძლობს. 

ღონისძიების სტუმრების წინაშე Astrix-თან ერთად უნგრელი არტისტი Wegha, ასევე ლოკალური ფსაი-ტრანს პროექტები Acidwave, Oogway, Ancient Om და Marcuss წარდგებიან.

2. KHIDI: Boiler Room Tbilisi

1 მარტი (პარასკევი)

1 მარტს "ხიდი" Boiler Room-თან პარტნიორობით საკლუბო ღამის 6-საათიან ტრანსლაციას წარმოგიდგენთ. კლუბის მთავარ სცენას რეზიდენტები: Regal, Shlømo, Othr, Roman, Yanamaste, Frequency Shifter და საფრანგეთიდან მოწვეული დუეტი Imperial Black Unit დაიკავებენ. 

ტრანსლაციის დასრულების შემდეგ ღონისძიებას ფრანგი დიჯეი და პროდიუსერი Shlømo გააგრძელებს. ივენთის პირდაპირ ეთერში ნახვა კი მსურველებს ინტერნეტ მაუწყებლის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და Youtube-ის არხზე შეეძლებათ. 

1. Mtkvarze: Edward | Ash Scholem | DJ Sendnudes | Kraumur

2 მარტი (შაბათი)

შაბათს კლუბი "მტკვარზე" ცნობილი ლეიბლის, Giegeling-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ბერლინელ დიჯეისა და პროდიუსერს Edward-ს მასპინძლობს. 

მასთან ერთან მსმენელთა წინაშე ქართველი არტისტი Ash Scholem-ი წარდგება. კლუბის პატარა ოთახში კი DJ Sendnudes და Kraumur დაუკრავენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული