Thumbnail

Boosie Badazz: გათავისუფლების შემდეგ Tekashi შესაძლოა, მოკლან

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

კრიმინალური წარსულის მქონე გენგსთა რეპერმა, ლუიზიანელმა Boosie Badazz-მა პატიმრობაში მყოფი ჰიპ ჰოპ არტისტი, Tekashi 6ix9ine გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო გააკრიტიკა. როგორც ცნობილია, სიქსნაინმა სასჯელის ვადის შემცირების იმედით სასამართლოს წინაშე 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფება Nine Trey Blood არაერთ დანაშაულში ამხილა. ბედეზის აზრით, გათავისუფლების შემდეგ ტეკაში სხვადასხვა პირის დასმენის გამო შესაძლოა, მოკლან.

► 50 Cent: მგონია, რომ Tekashi 6ix9ine-მა ყველა ჩაუშვა

► სნუპ დოგი: Tekashi 6ix9ine ჩამშვებია, მან გამოძიებასთან ითანამშრომლა

 "დაჯგუფებას ყაჩაღობასა და მკვლელობაში ვეხმარებოდი" - 6ix9ine-მა 9 დანაშაული აღიარა

"როდესაც დაგაკავეს, მხარს გიჭერდი, რადგან ციხისთვის არავინ მემეტება. თუმცა, ვირთხებს გვერდში არასდროს დავუდგები. შენ კი სწორედ ვირთხა აღმოჩნდი. უნდა შეეგუო, რომ დღეიდან ჩამშვების სახელი გექნება. შენი მესმის. მსგავს სიტუაციაში მეც ვყოფილვარ, მაგრამ მე არ გავტყდი. ნიუ იორკში რა ბედი გელის, არ ვიცი, ლუიზიანაში კი გათავისუფლებიდან მაქისმუმ 1 თვეში მოგკლავდნენ. მთელი შენი ოჯახი საფრთხეში ჩააგდე. მათზე არ გიფიქრია?", - წერს რეპერი ინსტაგრამზე.

ტეკაშიმ ისეთი ბრალდებები აღიარა, როგორებიცაა: კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირი, რეკეტში მონაწილეობა, იარაღის უკანონო ფლობა, ნარკოდანაშაული და სხვა ძალადობრივი ქმედებები. იმ შემთხვევაში, თუ ჰიპ ჰოპ არტისტი გამოძიებასთან არ ითანამშრომლებდა, გისოსებს მიღმა მინიმუმ 47 წელს გაატარებდა. სიქსნაინის საბოლოო განაჩენი 2020 წლის 23 იანვარს გამოცხადდება. გავრცელებული ინფორმაციით, ის მომავალ წელსვე გათავისუფლდება.

თავად ბუსი ბედეზს კანონთან პრობლემები არაერთხელ შეექმნა. სხვადასხვა ბრალდებასთან ერთად, მას მკვლელობასაც ედავებოდნენ, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა. საბოლოოდ, არტისტი დამნაშავედ არ ცნეს.

ბედეზმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. მის დისკოგრაფიაში ერთ-ერთი გამორჩეული ალბომი Superbad: The Return Of Boosie Bad Azz გაყიდვაში 2009 წელს ჩაეშვა. 2017 წელს მუსიკოსმა ბოლო სტუდიური ჩანაწერი BooPac გაავრცელა, რომელიც მან ლეგენდარული რეპერის, 2Pac-ის შთაგონებით შექმნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული